08 ნოემბერი 2024,   00:02
ვრცლად
რასაც აკეთებს სალომე ზურაბიშვილი, ეს არ არის პრეზიდენტის საქმე, სრულიად სხვა ფუნქცია უნდა ჰქონდეს და არა საზოგადოების რადიკალიზაციის - დავით მათიკაშვილი

ფაქტია, იმას, რასაც აკეთებს სალომე ზურაბიშვილი, ეს არ არის პრეზიდენტის საქმე. სრულიად სხვა ფუნქცია უნდა ჰქონდეს და არა საზოგადოების რადიკალიზაციის, - პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, დავით მათიკაშვილი ორბელიანების სასახლეში მიმდინარე პროცესებსა და ოპოზიციასთან შეხვედრებს ეხმაურება.

დავით მათიკაშვილი ამბობს, რომ სალომე ზურაბიშვილი საქართველოს კონსტიტუციის ჩარჩოებს სცდება.

"სალომე ზურაბიშვილს პარალელურ სამყაროსთან აქვს ურთიერთობა. ის ყველაფერს უყურებს არა საქართველოს კონსტიტუციის, არამედ სხვა დოკუმენტის პრიზმაში, რომელიც ქვეყნის ძირითად კანონს არ წარმოადგენს. ქარტიას დაარქმევს მას თუ სხვა სათაურს მოუძებნის, ამას მნიშვნელობა არ აქვს. ფაქტია, იმას, რასაც აკეთებს სალომე ზურაბიშვილი, ეს არ არის პრეზიდენტის საქმე. სრულიად სხვა ფუნქცია უნდა ჰქონდეს და არა საზოგადოების რადიკალიზაციის. საქართველოში ვხედავთ კონკრეტული გვარითა და სახელით არსებულ ფიგურას, რომელიც არის ოპოზიციის მედროშე, რადიკალური ოპოზიციის ფერხულში ჩადგმული და ყველაფერს, რასაცა საქართველოს კონსტიტუცია არეგულირებს, ის ფეხქვეშ თელავს. სწორედ, ამავე კონსტიტუციით გათვალისწინებული იმპიჩმენტის წესით მოხდება სალომე ზურაბიშვილის გასტუმრება სახლში", - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

დღის ამბები