16 ნოემბერი 2024,   06:35
ვრცლად
მამუკა მდინარაძე ოპოზიციის ნეგატიურ შეძახილებზე: შენთვის მიუღებელი პოლიტიკური პერსონა რომ მოგილოცავს, ამ ფონზე ვიღაცებს რომ შეუძლიათ ოც-ოცი კაცი დააყენონ, რაღაც იყვირონ და რომ აღარ აგყვებიან, გაჩუმდე, ეს არ შეიძლება

ერთი ლოკაცია იყო კამერებთან,  მაქსიმუმ 20-30 ადამიანი, ადის პრემიერი სცენაზე და ჩემთან ახლოს, რაღაც პატარა ჯგუფი იძახის "უ"-ს... ხალხმა გაოგნებულმა გახედა, რამდენიმე ათასმა ადამიანმა ერთი მიმართულებით გაიხედა,- - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა "ღამის კურიერის" ეთერში განაცხადა.

როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, რაღაცა საკითხებზე უნდა ვთქვათ, რომ ამ საკითხზე მაინც გავერთიანდეთ.

"ყველას ვულოცავ, როგორი პოლიტიკური შეხედულების არ უნდა იყოს, რასაც არ უნდა აფუჭებდეს თუ აკეთებდეს - ყველას, ჩვენი ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს, ყველას, ვისაც გაუხარდა თუ არ გაუხარდა და ასეთებიც შეიძლება იყვნენ ერთეულები, მაგრამ მაინც, ყველას ვულოცავ, რადგან ეს ჩვენს ქვეყანას ადგება.

ამ ფონზე რომ ვიღაცებს შეუძლიათ ის, რაც გუშინ ჩემი თვალით ვნახე - რომ როცა მოგილოცავს შენთვის მიუღებელი პოლიტიკური პერსონა, კამერებთან ახლოს 20-20 კაცი დააყენო, რაღაცა იყვირო, რომ იქნებ აგყვნენ და მერე, როცა არ აგყვებიან გაჩუმდე და სხვებთან ერთად ტაში უკრა, არ შეიძლება ასე, არ გავაკეთოთ - რაღაც საკითხებზე ვთქვათ, რომ აი ამ საკითხზე მაინც გავერთიანდეთ.

ამოვარდა ინტერნეტში მტკიცებულებები, რომ თურმე ვის დაუგეგმავს?! ძალიან კარგად იცნობთ, ამ შენობაში მუშაობდა ის ხალხი და დღეს რაღაც ახალი პარტია გააკეთეს. მის ჯგუფს გაუკეთებია, მტკიცებულებაა - სტატუსი იყო, დაწერა ერთ-ერთმა გოგონამ, მისი პარტიის ერთ-ერთმა წევრმა, მხარდამჭერმა თუ აქტივისტმა - "აბა რა ეგონათ, ისე გავუტარებდით პრემიერ-მინისტრსო"? რომ მივედით, ხალხი გვეხუტება - რაში აინტერესებთ, ვინ ხარ, ყველა ერთმანეთს ეხუტება, თან რომ გცნობენ და თქვენ გენაცვალეთო და ამ დროს, იმ ადგილზე გავიარე, სადაც ეს იყო დაორგანიზებული - ხალხი გვეხვევა, ჩვენც ვეხვევით, ვკოცნით, ვეხუტებით, მთელი ამბავია და უცებ, ადის პრემიერი სცენაზე და ჩემთან ახლოს, რაღაც პატარა ჯგუფი იძახის "უუ"-ს... ხალხმა გაოგნებულმა გახედა. ამ ბევრმა, რამდენიმე ათასმა ადამიანმა ერთი მიმართულებით გაიხედა.

ერთი ლოკაცია იყო კამერებთან, მაქსიმუმ, 20-30 ადამიანი. აქაც ერთი 15 ადამიანი იძახდა "უუ"-ს და იღებდა ყველა სათითაოდ. რას აკეთებდნენ, რა გინდათ, ხალხო?! როგორ შეიძლება აქ ეს მოგაფიქრდეს?! ირაკლიმ დაიწყო თუ არა საუბარი, დაიწყო ამ პატარა ჯგუფმა, არ აჰყვა არავინ.

მათ ტელევიზიაში რატომ იყო დაორგანიზებული - ერთი, რომ თვითონ დაწერეს და მეორე - ტელევიზიაში შუმები როგორ იყო ლაივში?! ვნახე მერე ეს სპეციალურად. ეს შუმები იყო ამოწეული კამერებთან ახლოს, ირაკლის ხმა ჩაწეული, იქ ისეთი არაფერი ხდებოდა და გეგონებოდა, რომ რაღაცა ხდებოდა, თითქოს ხალხის რეაქცია იყო,"- აცხადებს მამუკა მდინარაძე.

დღის ამბები