16 ნოემბერი 2024,   06:36
ვრცლად
"ნაციონალურ მოძრაობას“ და დანარჩენ ოპოზიციას ძალიან გაუჭირდება ხელშესახები შედეგის მიღწევა მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებში - გიორგი ცაგარეიშვილი

"მიმართულება სწორი, თუმცა ფორმა უხეში" - მიხეილ სააკაშვილის პროგნოზს, რომ "ნაციონალური მოძრაობა" უპირობო ლიდერია და მის გარეშე პატარა პარტიები 5%-იან ბარიერსაც კი ვერ გადალახავენ, პოლიტიკოსები ეხმიანებიან. ოპოზიციის ნაწილი მიიჩნევს, რომ განცხადება ირიბი დარტყმაა მელია-გვარამიას გაერთიანებაზე, ამავე დროს ის იმეორებს "ქართული ოცნების" ნარატივს.

მმართველ გუნდში კი დარწმუნებული არიან, რომ არჩევნებში მნიშვნელოვანი წარმატების მიღწევა თავად "ნაცმოძრაობასაც" გაუჭირდება.

“სააკაშვილის გულთმისნობის გარეშეც, ისედაც კარგად იკვეთება, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“, პირველ რიგში, და ასევე დანარჩენ ოპოზიციას, ძალიან გაუჭირდება ხელშესახები შედეგის მიღწევა მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებში და ამაში მათ ხელისუფლება კი არა, საკუთარი თავები უნდა დაადანაშაულონ,“ - აცხადებს პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ცაგარეიშვილი.

დღის ამბები