16 ნოემბერი 2024,   06:52
ვრცლად
ცეცხლის წაკიდება თქვენთვის თუ არის ევროპა, მაშინ ძალიან ცდებით იმასთან დაკავშირებით, თუ რა არის ევროპა - შალვა პაპუაშვილი

მარტის აქციების დროს დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე განაჩენის შესაძლო დადგენას პარლამენტის თავმჯდომარე გამოეხმაურა. შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ლაზარე გრიგორიადისი მეორე ადამიანს ცეცხლის წაკიდებას ცდილობდა, რაც ევროპულ ღირებულებებს არ შეესაბამება.

"არ ვიცი, სასამართლო რას გადაწყვეტს მის დამნაშავეობასთან დაკავშირებით. პროკურატურის მხრიდან არის მყარი პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ ეს ადამიანი მეორე ადამიანს ცეცხლს უკიდებდა. ვნახოთ, რას იტყვის სასამართლო.

თუკი ვინმე იტყვის, რომ არსებობს რაიმე მიზანი, რომელმაც შეიძლება გაამართლოს ერთი ადამიანის მხრიდან მეორე ადამიანის მიმართ ცეცხლის წაკიდება, თქვან, რომ ხანდახან შეიძლება გამართლდეს ცეცხლის წაკიდება მეორე ადამიანისთვის და მისი განწირვა სიკვდილისთვის. ეს არის მორალის დაკარგვის პირველი ნაბიჯი.

ჩვენს სისხლის სამართლის კოდექსში არ არსებობს მუხლი - ევროპული მომავლისთვის დასჯა, ჩვენ სისხლის სამართლის კოდექსში არსებობს მუხლი - მეორე ადამიანისთვის ზიანის მიყენებისა. ცეცხლის წაკიდება თქვენთვის თუ არის ევროპა, მაშინ ძალიან ცდებით იმასთან დაკავშირებით, თუ რა არის ევროპა. ევროპა ზუსტად საწინააღმდეგოა ძალადობისა, ერთი ადამიანის მხრიდან მეორისთვის ცეცხლის წაკიდებისა.

სალომე ზურაბიშვილი გააკეთებს ზუსტად იმას, რასაც დაავალებენ. ამას ჩვენ მივხვდით, უკვე დიდი ხანია", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

დღის ამბები