პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, რატი იონათამიშვილის განცხადებით, ნიკა გვარამიას საქმესთან დაკავშირებით, ქართველი მოსამართლეები და სასამართლო მართალი იყო და სტრასბურგის სასამართლომ ეს დაადგინა.
მისი შეფასებით, ამ ფაქტს დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან გვარამიას საქმის ქართული სასამართლოს დემონიზების შესაძლებლობა გაქარწყლდა.
"ერთი მეორის მიყოლებით, სტრასბურგმა, ფაქტობრივად, ვერდიქტი გამოუტანა გვარამიას, სააკაშვილს, მელიასა და მთლიანად "კოლექტიურ ნაცმოძრაობას". ამ საქმეს კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს, ვინაიდან, ერთ-ერთი საკითხი, რომლის გამოც ჩვენი სასამართლოს დემონიზება და კონკრეტული მოსამართლეების მიმართ არასწორი გადაწყვეტილებების მიღება ხდებოდა, გაქარწყლდა. ჩვენი მოსამართლეები და სასამართლო ყოფილა მართალი ამ საქმეში და ეს უკვე დაადგინა სტრასბურგის სასამართლომ", - განაცხადა იონათამიშვილმა.