16 ნოემბერი 2024,   06:49
ვრცლად
"ქართულ ოცნების" ამოცანა არის დასავლეთის მტრად გამოცხადება, როდესაც რუსეთია ამ ქვეყნის ერთადერთი მტერი - თეონა აქუბარდია

საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის მიერ მხარდაჭერილ, გარე ჩარევასთან ბრძოლის კანონპროექტზე, ოპოზიციაში შეფასებები გაკეთდა. 

როგორც თეონა აქუბარდია აცხადებს, "ქართულ ოცნების" ამოცანა არის დასავლეთის მტრად გამოცხადება, როდესაც რუსეთია საქართველოს ერთადერთი მტერი.

"ქართულ ოცნებას" საფრანგეთის კანონის დეტალური ანალიზი არ გაუკეთებია. "ქართულ ოცნების" ამოცანა არის დასავლეთის მტრად გამოცხადება, როდესაც რუსეთი არის ამ ქვეყნის ერთადერთი მტერი. ისინი რიტორიკით ახორციელებენ რუსული კანონის სულისკვეთებას და არ გამოვრიცხავ, გამარჯვების შემთხვევაში, ეს კანონი მიიღონ,"- აცხადებს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”რეფორმების ჯგუფი” წევრი თეონა აქუბარდია. 

ფრანგმა კანონმდებლებმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ საბრძოლველად შემუშავებულ კანონპროექტს მხარი დაუჭირეს. გამოცემა Euractiv-ი წერს, რომ საგარეო ჩარევის შესახებ მომზადებული დოკუმენტი ახალ მიდგომებს აწესებს. მაგალითად, უნდა შეიქმნას ციფრული ბაზა იმ აგენტებისა და ორგანიზაციების, რომლებიც შეიძლება იყვნენ უცხოური გავლენის ქვეშ. იგულისხმება უცხო ქვეყნის მთავრობები, პოლიტიკური პარტიები, კომპანიები ან კერძო პირები. სავალდებულო უნდა გახდეს პარლამენტისთვის უცხოური გავლენების შესახებ ანგარიშების ხშირი წარდგენა. ასევე, ეკონომიკისა და შინაგან საქმეთა სამინისტროებს მიეცემათ უფლებამოსილება, გაყინონ საეჭვო ფიზიკური თუ იურიდიული პირის ფინანსური რესურსები.

დღის ამბები