საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”ხალხის ძალა” წევრის, გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, როდესაც გვარამიას უარი უთხრა სარჩელის მიღებაზე, კიდევ ერთხელ აღიარა, რომ ქართული მართლმსაჯულება დამოუკიდებელია.
"ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, ამ გადაწყვეტილებით, როდესაც გვარამიას უარი უთხრა სარჩელის მიღებაზე, კიდევ ერთხელ აღიარა, რომ ქართული მართლმსაჯულება არის დამოუკიდებელი. შესაბამისად, ის სისტემა გახსნა, რომელიც ააწყო უცხოურმა ძალამ საქართველოში. ზურაბიშვილს შეაწყალებინა გვარამია, რათა ის გამოსულიყო და მოეწყო დესტრუქციული პროცესები. სამწუხაროდ, ჩვენ გვახსოვს ევროკავშირის ყოფილი ელჩის განცხადება, რომ თურმე, გვარამიას საკითხი პოლიტიკურად ანგაჟირებულია და ეს გადაწყვეტილება სასამართლოს არ უნდა მიეღო. ანუ ის პირდაპირ ჩაერია. აშშ-ის ყოფილი ელჩის განცხადება, რომ, თურმე, მას იმედი ჰქონდა, რომ უზენაესი სასამართლო მაინც გაიგებდა, რომ გვარამია პატიმარია და მას გამოუშვებდა და იმედგაცრუებული... ახლა მაინტერესებს ამ ორივე პიროვნების აზრი, საერთაშორისო სასამართლოც პოლიტიზირებულია?", - განაცხადა მაჭარაშვილმა.