16 ნოემბერი 2024,   06:27
ვრცლად
ფსევდოლიბერალური პროპაგანდა - პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, პროექტი საყოველთაო განხილვის საგანი იქნება

ლგბტ თემის ე.წ. პროპაგანდის კანონპროექტის საკითხის განხილვისა და მხარდაჭერის საკითხზე დასმულ კითხვებს, ოპოზიციის ნაწილი თავს არიდებს.

პარლამენტის თავმჯდომარე საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით აცხადებს, რომ პროექტი საყოველთაო განხილვის საგანი იქნება, შესაბამისად, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ, პარტნიორებსაც მოუწოდებენ ამ საკითხზე ზედმეტი ემოციებისგან თავი შეიკავონ. პარლამენტის თავმჯდომარის ამ განცხადების ადრესატი, ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი, დუნია მიატოვიჩიცაა, რომელიც მიიჩნევს, რომ მანიპულაციების, ლგბტ ხალხისა და უფლებადამცველების შევიწროვების ადგილი დემოკრატიულ საზოგადოებაში არ არის.

ოპოზიციონერი ლიდერები ამ დრომდე თავს იკავებენ პირდაპირ უპასუხონ კითხვას - მიიღებენ თუ არა ახალი კონსტიტუციური კანონის განხილვაში მონაწილეობას და გეგმავენ თუ არა მის მხარდაჭერას.

"ხალხის ძალა" მიიჩნევს, რომ ოპოზიცია ახლა ჩიხშია, რადგან ამომრჩევლის მხარდაჭერის დაკარგვის საფრთხის გამო, ცვლილებების ვერც წინააღმდეგ გამოდიან და ვერც ღიად უჭერენ მხარს.

საპარლამენტო განხილვებში მონაწილეობას გეგმავს საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი, სადაც ამბობენ, რომ ეს მხარდაჭერას არ ნიშნავს.

მმართველი პარტიის მიერ წარდგენილ პროექტთან დაკავშირებით, განხილვები უახლოეს მომავალშია დაგეგმილი.

დღის ამბები