16 ნოემბერი 2024,   06:40
ვრცლად
როცა ყალბი ამბების და მანიპულაციების ტირაჟირება ნორმად გექცევა, ხარ რევანშისტთა მარიონეტი - გია აბაშიძე

ექსპერტი გია აბაშიძე იმ მედიასაშუალებებს აკრიტიკებს, რომლებსაც მისი თქმით, ფაქტების დამახინჯება ნორმად ექცათ.

ექსპერტი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტით მოსამართლე გიორგი ებანოიძის განცხადებას ეხმიანება, რითაც მან უარყო მედიით გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ის "ვეტინგის" სისტემას მხარს უჭერს.

"როცა ყალბი ამბების და მანიპულაციების ტირაჟირება ვითომ ნორმად გექცევა, აღარ ხარ ჟურნალისტი და არც გამოცემა, ხარ რევანშისტთა მარიონეტი,"-წერს გია აბაშიძე.

"რამდენიმე წლის წინ ერთ-ერთმა სამარცხვინო სააგენტომ, რომელიც კარგია რომ აღარ არსებობს, ჩემთან ინტერვიუს სათაურში დაწერა - "ქართული ოცნების" მთავრობა უნდა გადადგეს". გესმით ხომ, რა იაფფასიანი "ფეიკი" იყო?!

ყველა მედიასაშუალებას, რომელსაც ჩვეულ პრაქტიკაში აქვს "ფეიკნიუსერობა" გაქრობას ვუსურვებ საჯარო სივრციდან.
ამ ე.წ. ვეტინგის და ნაცსექტის დღის წესრიგის სხვა თემებს ნუ გადაყვებით "ჟურნალისტებო"! სირცხვილია სააკაშვილის მედია-ადეპტობა!"- წერს გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.

დღის ამბები