16 ნოემბერი 2024,   06:23
ვრცლად
ირაკლი კობახიძე სტუდენტებს: გვინდა, რომ თქვენთან კონსულტაციების საფუძველზე მივცეთ საბოლოო სახე ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამას, რომელიც სექტემბრიდან უნდა ამოქმედდეს

ჩვენ არ გვინდა, რომ ცალმხრივად შევიმუშაოთ პროგრამა. მისი მთავარი მოსარგებლეები არიან სტუდენტები, კურსდამთავრებულები და თუ თქვენგან არ მოვისმენთ იმას, თუ როგორ იქნება უკეთესი ამ პროგრამის ჩამოყალიბება, შეიძლება სტარტი, დასაწყისი, არ გამოვიდეს წარმატებული, - ამის შესახებ განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ქუთაისის უნივერსიტეტში რეგიონული სახელმწიფო უნივერსიტეტების სტუდენტებთან შეხვედრაზე, რომელზეც ის და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გიორგი ამილახვარი სტუდენტებს კურსდამთავრებულთა სტაჟირების პროგრამას აცნობენ.

"ჩვენ არ გვინდა, რომ ცალმხრივად შევიმუშაოთ პროგრამა. მისი მთავარი მოსარგებლეები არიან სტუდენტები, კურსდამთავრებულები და თუ თქვენგან არ მოვისმენთ იმას, თუ როგორ იქნება უკეთესი ამ პროგრამის ჩამოყალიბება, შეიძლება სტარტი, დასაწყისი არ გამოვიდეს წარმატებული. ამიტომ გვინდა, კონსულტაციები გავიაროთ, თქვენგან მივიღოთ რჩევები. სტუდენტებთან ერთი შეხვედრა უკვე გვქონდა, დღეს გვაქვს თქვენთან შეხვედრა.

გავაგრძელებთ კონსულტაციებს და გვინდა, რომ სწორედ ამის საფუძველზე მივცეთ საბოლოო სახე ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამას, რომელიც უკვე სექტემბრიდან უნდა ამოქმედდეს. დარწმუნებული ვარ, რომ დღეს გვექნება ნაყოფიერი დისკუსია ყველა საკითხთან დაკავშირებით. ხაზს გავუსვამთ, რომ ძალიან ნაყოფიერი იყო წინა შეხვედრა და ველოდებით ასეთივე საინტერესო დისკუსიას", - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

დღის ამბები