16 ნოემბერი 2024,   06:24
ვრცლად
განათლების ერთიან პოლიტიკასთან ერთად, დავიწყეთ ახალგაზრდული მიმართულების დაგეგმვაც - გიორგი ამილახვარი

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში, კურსდამთავრებულთა სტაჟირების პროგრამასთან დაკავშირებით, რეგიონული სახელმწიფო უნივერსიტეტების სტუდენტებს შეხვდა.

მთავრობის ცნობით, მხოლოდ სახელმწიფო სექტორში 3 ათასზე მეტ სტუდენტს 4-თვიან ანაზღაურებად სტაჟირებას სთავაზობენ. სტაჟირების შესახებ მოლაპარაკება მიმდინარეობს კერძო სექტორთანაც.

პროგრამა პირველი სექტემბრიდან დაიწყება და წლის ბოლომდე გაგრძელდება. პრემიერმა და განათლების მინისტრმა სტუდენტებს საჭირო კრიტერიუმები გააცნეს.

"გადავწყვიტეთ, ქალაქ ქუთაისში გაგვემართა მორიგი შეხვედრა სტუდენტებთან. როგორც ბატონმა პრემიერმა აღნიშნა, სტაჟირების პროგრამასთან დაკავშირებით, კონცეფციის ჩამოყალიბება და განხორციელება ჩვენს სამინისტროს დაგვევალა, ამიტომ, მინდა, წარმოგიდგინოთ მოკლე პრეზენტაცია, თუ როგორ ვფიქრობთ აღნიშნული პროგრამის განხორციელებას, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი მოსაზრებები, რათა საბოლოოდ დავხვეწოთ ეს კონცეფცია და განვახორციელოთ.

განათლების ერთიან პოლიტიკასთან ერთად დავიწყეთ  ახალგაზრდული მიმართულების დაგეგმვაც და ბატონ პრემიერთან ერთად, რამდენიმე კვირის წინ, გვქონდა პრეზენტაცია, სადაც ასევე წარმოვადგინეთ მიმდინარე წლის მასშტაბური გეგმები, სხვადასხვა მიმართულებით, ეს იქნება ფესტივალი, ეს იქნება ბანაკები, ეს იქნება თემატური ბანაკები, ეს იქნება საგრანტო კონკურსები, ამიტომ, დისკუსიის დროს, შეგიძლიათ ამ საკითხებზეც გაგვიზიაროთ თქვენი მოსაზრებები", - განაცხადა გიორგი ამილახვარმა.

დღის ამბები