16 ნოემბერი 2024,   06:33
ვრცლად
2024 წელს აუცილებლად დადგება მათი პოლიტიკური განაჩენი, რომელსაც საზოგადოება გამოიტანს - დიმიტრი ხუნდაძე გვარამიას საქმეზე

"2024 წელს აუცილებლად დადგება მათი პოლიტიკური განაჩენი" - ამის შესახებ "ხალხის ძალის" წევრმა დიმიტრი ხუნდაძემ ოპოზიციაზე საუბრისას განაცხადა. 

მისივე თქმით, პოლიტიკაში იმ ადამიანების საქმიანობა, რომლებსაც კრიმინალური წარსული აქვთ, "მავნებლური და თვალთმაქცურია":

"ეს ადამიანები, თავიანთი წარსულით და საქმიანობით, გარდა იმისა, რომ  მათ ისტორიაში არაერთი კრიმინალური საქმეა, ისინი პრაქტიკულად ებრძვიან ქართულ საზოგადოებასა და საკუთარ სახელმწიფოს. თვალთმაქცური და მავნებლურია მათი მოღვაწეობა ქართულ პოლიტიკაში, თან ხილულია, ისინი კარგად ამოცნობადები არიან თავისი წარსულითა და დღევანდელობით. 2024 წელს აუცილებლად დადგება მათი პოლიტიკური განაჩენი, რომელსაც უკვე საზოგადოება გამოიტანს,"- აცხადებს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”ხალხის ძალა” წევრი დიმიტრი ხუნდაძე.

დღის ამბები