სტრასბურგის უარის შემდეგ ნიკა გვარამიას გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტში წასვლას თბილისის მერი ეხმაურება. კახა კალაძე ამბობს, რომ რეალობა არის ერთი - ის იყო დამნაშავე კონკრეტულ საქმეში და ეს საქართველოს სასამართლომ დაადასტურა.
"სადაც უნდა, იქ წავიდეს და სადაც უნდა, იქ წაიღოს მისი საქმე. რეალობა არის ერთი, ის, რომ საქართველოს სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც იქნა მიღებული, ეს არის სწორი, სტრასბურგის სასამართლომაც კი არ დააკმაყოფილა. არ ვიცი, ამაზე მეტი სად უნდა წავიდეს, ვერ წარმომიდგენია. რეალობა არის ერთი, რომ ის იყო დამნაშავე იმ კონკრეტულ საქმეში,“ - აცხადებს კახა კალაძე.
სტრასბურგის უარის შემდეგ, ნიკა გვარამია გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტში მიდის. გვარამია ამბობს, რომ, ამერიკელი და ბრიტანელი იურისტების რჩევებით, საკუთარი საქმე განსახილველად მიაქვს კომიტეტში, რომლის მანდატი მთელ მსოფლიოზე ვრცელდება და რომელსაც, მისივე თქმით, ნაკლებად აინტერესებს ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები.