16 ნოემბერი 2024,   06:39
ვრცლად
გვარამიას საქმესთან მიმართებაში, სტრასბურგის სასამართლომ თქვა, რომ საქართველოს მართლმსაჯულება იყო სამართლის მხარეს - ალუდა ღუდუშაური

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, სტრასბურგის უარის შემდეგ, ნიკა გვარამიას გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტში წასვლას ეხმაურება.

ალუდა ღუდუშაური აცხადებს, რომ ნიკა გვარამიას საქმესთან მიმართებაში, სტრასბურგის სასამართლომ თქვა, რომ საქართველოს მართლმსაჯულება იყო კანონისა და სამართლის მხარეს.

"გვარამიას საქმესთან მიმართებაში, სტრასბურგის სასამართლომ თქვა, რომ ეროვნული სასამართლოები, საქართველოს მართლმსაჯულება იყო მოწოდების სიმაღლეზე, იყო კანონისა და სამართლის მხარეს. ამ ყველაფრით ძალიან მნიშვნელოვანი ხაზგასმა მოხდა იმისა, რასაც მათ შორის თავად ბატონი გვარამია შტურმის სახით ახორციელებდა სასამართლოზე. მათ მკაფიოდ უთხრა, რომ სპეკულაციები, რომლებიც გვესმის, შტურმი, რომელიც გვესმის მართლმსაჯულების მისამართით, არის აბსოლუტურად უადგილო და ვიტყოდი, რომ ხშირ შემთხვევაში - ამორალური," - აცხადებს ალუდა ღუდუშაური.

დღის ამბები