რუსთავის მერიამ კიდევ ერთ ახალგაზრდული პროექტი დაიწყო. კამპანიის "თაობა მომავლისთვის" ფარგლებში, რეგიონული ახალგაზრდული ქსელი შექმნა. მიზანი ქვემო ქართლში მცხოვრებ ახალგაზრდებს შორის კონტაქტების დამყარება, დანერგილი სიახლეების და მიმდინარე პროექტების გაცნობაა.
პირველ ეტაპზე, რუსთავის მერიის ახალგაზრდულმა დეპარტამენტმა, ქვემო ქართლის 6 მუნიციპალიტეტში მცხოვრებ თანატოლებს უმასპინძლა.
ორი დღის განმავლობაში, ახალგაზრდებმა, რუსთავის მუნიციპალური სერვისების ახალი ცენტრი, მედიათეკა, ნიჩბოსნობის სკოლა, სპორტის სასახლე, ქალაქის ისტორიული მუზეუმი და იპოდრომი დაათვალიერეს, სადაც ახალგაზრდული ქსელის - "თაობა მომავლისთვის“ წევრებს, რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძეც შეხვდა.