თურქეთში დღეს მუნიციპალური არჩევნები იმართება. ქვეყნის მასშტაბით 200 ათასი საარჩევნო უბანია გახსნილი. 61 მილიონზე მეტი რეგისტრირებული ამომრჩეველი ქალაქის მერებს, რეგიონულ და რაიონულ მმართველებს ხუთი წლის ვადით აირჩევს. არჩევნებში 34 პოლიტიკური პარტია მონაწილეობს.
როგორც თურქული მედია წერს, მთავარი ბრძოლა სტამბოლისთვის გაიმართება, რომლის მერი ამჟამად ოპოზიციური „სახალხო რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერი, პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის მთავარი მეტოქე ექრემ იმამოღლუა. სტამბოლის მერობისთვის პრეზიდენტ ერდოღანის მმართველი „სამართლიანობისა და განვითარების პარტიიდან“ გარემოს დაცვის ყოფილი მინისტრი მურათ ქურუმი იბრძვის.
არჩევნების დღეს თურქეთში აკრძალულია ყველა სახის ალკოჰოლის გაყიდვა და მოხმარება. ხმის მიცემის პროცედურის მიმდინარეობისას დახურულია გასართობი დაწესებულებები.