16 ნოემბერი 2024,   06:39
ვრცლად
სალომე ზურაბიშვილის განცხადებები არჩევნებთან დაკავშირებით არარელევანტურია, მისი ერთადერთი თვითმიზანი არის არჩევნების მიმართ საბოტაჟი - ირაკლი კობახიძე

სალომე ზურაბიშვილის განცხადებები არჩევნებთან დაკავშირებით არარელევანტურია, მისი ერთადერთი თვითმიზანი არის არჩევნების მიმართ საბოტაჟი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

"არჩევნებთან დაკავშირებით სალომე ზურაბიშვილის განცხადებები არარელევანტურია, გამომდინარე იქიდან, რომ მან უკვე გამოავლინა საბოტაჟის ინტერესი, როდესაც ვეტო დაადო იმ კანონს, რომელიც მიზნად ისახავდა ცესკოს ჩიხიდან გამოყვანას. მან ამით დაადასტურა, საბოლოოდ, რომ მისი ერთადერთი თვითმიზანი არის არჩევნების მიმართ ერთგვარი საბოტაჟის განხორციელება. შესაბამისად, მისი ყველა განცხადება რელევანტურობას მოკლებული," - აღნიშნა კობახიძემ.

ცნობისთვის, პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საზღვარგარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების არჩევნებში მონაწილეობის საკითხზე საუბრისას მოიყვანა მაგალითები, სად შეიძლება გაიხსნას საარჩევნო უბნები, მათ შორის, ისაუბრა საკვირაო სკოლებისა და სხვადასხვა ფართის გამოყენების შესაძლებლობაზე.

 

 

დღის ამბები