16 ნოემბერი 2024,   06:45
ვრცლად
2012 წლამდე სამართალი არ არსებობდა ქვეყანაში, სად იყვნენ ეს ადამიანები, როცა სასამართლო პრაქტიკულად გაუქმებული იყო? მაშინ რატომ არ ინტერესდებოდნენ ვიღაცის კეთილსინდისიერებით, ან სამართლიანობით?! - ირაკლი ღარიბაშვილი

სად იყვნენ ეს ადამიანები, როცა სასამართლო პრაქტიკულად გაუქმებული იყო? მაშინ რატომ არ ინტერესდებოდნენ ვიღაცის კეთილსინდისიერებით ან სამართლიანობით? - ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც სასამართლოსთან დაკავშირებით თბილისში, სხვადასხვა ადგილას გაკეთებულ წარწერებს ეხებოდა.

"ეს არის დაორგანიზებული. ამაში ფულია გადახდილი და ორგანიზებულია აგენტურული ორგანიზაციების მიერ. სად იყვნენ ეს ადამიანები, როცა სასამართლო პრაქტიკულად გაუქმებული იყო? მაშინ რატომ არ ინტერესდებოდნენ ვიღაცის კეთილსინდისიერებით ან სამართლიანობით? 2012 წლამდე სამართალი არ არსებობდა ქვეყანაში. ამის შემდეგ სასამართლო ფეხზე დადგა და ჩადგა ჩვენი ქვეყნის ინტერესების ფერხულში და სადარაჯოზე. ამიტომ "ვეტინგი," ვიღაცების შემოწმება არის მათი დალაგებული, რომ მოხდეს სასამართლოს დისკრედიტაცია, რადგან მათ სასამართლო ვერ ჩაიგდეს ხელში. ამას ჩვენ არ დავუშვებთ. ამიტომ ამ კამპანიას ყველა უნდა გაემიჯნოს, ვინც პატრიოტია“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

დღის ამბები