ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი პარტიის "ახლი" დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას განცხადებას ეხმაურება, სადაც ის ადასტურებს, რომ "მთავარმა" გრანტი მოიგო, მაგრამ მიზნობრიობის გარეშე.
ნიკოლეიშვილის თქმით, გვარამიას ამ განცხადების საპასუხოდ, ხელისუფლება არაფერს აკეთებს, თუმცა, საჭიროა მკაცრი რეაგირება.
"მაინც მივიღებთ გრანტებს ლგბტ პროპაგანდაში, გასკდით გულზეო - გვეუბნება გვარამია და ამ დროს რას აკეთებს ხელისუფლება?
კიდევ უფრო მეტი და მკაცრი მოქმედებაა საჭირო, ჩემი აზრით. ესენი მართლა რა დღეში არიან!" - წერს ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში.