16 ნოემბერი 2024,   06:26
ვრცლად
დიმიტრი ხუნდაძე: მჯერა, ჩვენ აფხაზ და ოს ძმებთან ერთად, სულ მალე ვიზეიმებთ ერთიან, ძლიერ და ევროპულ საქართველოს!

"1991 წლის 31 მარტს საქართველოს მთელს ტერიტორიაზე, მათ შორის აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ჩატარდა რეფერენდუმი, სადაც მოსახლეობამ მხარი დაუჭირა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენას. სწორედ რეფერენდუმის შედეგად, 9 აპრილს გამოცხადდა საქართველოს დამოუკიდებლობა. ეს იყო ერთიანი საქართველოს გადაწყვეტილება“, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში პარტია „ხალხის ძალის“ გენერალური მდივანი, დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე წერს.

დიმიტრი ხუნდაძე რეფერენდუმის დღესა და საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას დაბადების დღესთან დაკავშირებით ავრცელებს განცხადებას.

„გილოცავთ საქართველოს ყველა მოქალაქეს დღევანდელ დღეს! ვულოცავ ჩვენ აფხაზ და ოს ძმებს, რომელთა გადაწყვეტილებამაც, ქართველებთან ერთად, საქართველო დამოუკიდებელი სახელმწიფო გახადა. მჯერა, სულ მალე ჩვენ კვლავ ერთად ვიზეიმებთ ერთიან, ძლიერ და ევროპულ საქართველოს!

დღეს, ასევე საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეა. მისი ცხოვრება იყო სამშობლოსთვის მოწამებრივი და დარჩა ისტორიას, როგორც ეროვნული გმირი. დამოუკიდებელი საქართველოს წინსვლა გარდაუვალია და ეს უპირველეს ყოვლისა, იმ თაობის დამსახურებაა, ვინც ჯერ კიდევ საბჭოეთის პერიოდში იბრძოდა ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის.

ჩვენი მიზანია, სუვერენული სახელმწიფოს ინტეგრირება ევროპულ ოჯახში უძველესი ტრადიციებით და ფასეულობებით. ამას აუცილებლად მივაღწევთ და ჩვენი ახალგაზრდები იქნებიან ამაყნი საკუთარი ქვეყნით“, - წერს დიმიტრი ხუნდაძე.

დღის ამბები