16 ნოემბერი 2024,   08:43
ვრცლად
ზოგადი დათქმებით გრანტს არ გასცემენ, გამოაქვეყნონ რეალური მიზნობრიობა - მამუკა მდინარაძე "მთავარ არხზე"

"გრანტი მიზნობრიობის გარეშე და მოგონილი არგუმენტი" - ასე აფასებს მმართველი გუნდი "მთავარი არხის" მიერ გავრცელებულ განცხადებას.

ტელეკომპანია წერს, რომ მათ წინააღმდეგ ხელისუფლების მხრიდან დეზინფორმაციული კამპანია მიმდინარეობს და გრანტი არა სასამართლოს დისკრედიტაციისა და ლგბტს პროპაგანდისთვის, არამედ დამოუკიდებელი სარედაქციო პოლიტიკის შენარჩუნებისთვის მიიღო.

მმართველი გუნდი, "მთავარ არხს" მოუწოდებს გრანტის მიზნობრიობაზე დოკუმენტაცია გამოაქვეყნოს. მათ გაიხსენეს ნიკა გვარამიას განცხადებაც, რომელმაც თქვა, რომ გრანტი ტელევიზიამ მიზნობრიობის გარეშე მიიღო.

"ეს არის მოგონილი არგუმენტი. არანაირი მიზნობრიობა ამაში არ არის. ასე ზოგადი დათქმებით გრანტს არ გასცემენ, ეს კიდევ ერთი სისულელე თქვეს. ახლა მოიგონეს ზოგადი რაღაცა, თურმე ტელეკომპანიის დამოუკიდებლობა ყოფილა ახალი არგუმენტი და არა მიზნობრიობა. ასეთი მიზნობრიობით გრანტები არ გაიცემა. გამოაქვეყნონ, რატომ არ აქვეყნებენ. ესეც იმას ადასტურებს, რომ რა ინფორმაციაც მედიაში გავრცელდა, რომ ეს იყო ლგბტ პროპაგანდის ირიბი მხარდაჭერისთვის მიღებული 5-6%-ი ეს არის სწორი. ამ ყველაფრის უკან დიდი ფული და დიდი ძალები დგანან", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

დღის ამბები