16 ნოემბერი 2024,   08:45
ვრცლად
ჩვენმა ფეხბურთელებმა ისტორია ჩვენს თვალწინ თავიანთი შეუპოვარი და ამავე დროს გააზრებული ბრძოლით დაწერეს - შალვა პაპუაშვილი

პლენარულ სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ევროპის ჩემპიონატზე გასვლას გამოეხმაურა. შალვა პაპუაშვილმა ქართული ფეხბურთის დიდი წარმატება ყველას მიულოცა და აღნიშნა, რომ ფეხბურთს თავისი მდიდარი ტრადიციებითა და მემკვიდრეობით გამორჩეული ადგილი უკავია ჩვენს საზოგადოებაში.

"მინდა მოგილოცოთ საქართველოს საფეხბურთო ნაკრების გასვლა ევროპის ჩემპიონატზე. დამოუკიდებლობის აღდგენიდან 3 ათწლეულზე მეტია, ველოდებით იმ დღეს, როდესაც საქართველო ევროპის საუკეთესიო გუნდებს შორის თანასწორ ადგილს დაიკავებდა და ეს დღეც დადგა. არის მოვლენები, რომლებიც ქმნიან ისტორიას, ისტორიას, რომელიც წლების ქარტეხილებს უძლებს, ისტორიას, რომელიც ქმნის ერის ერთობასა და იდენტობას. ჩვენს სწორად ასეთი მასშტაბური მოვლენის მომსწრე და მონაწილენი გავხდით.

ისტორია ჩვენ თვალწინ თავიანთი შეუპოვარი და ამავე დროს გააზრებული ბრძოლით ჩვენმა ფეხბურთელებმა დაწერეს. მეათე მოწვევის პარლამენტი ამ მოვლენას განსაკუთრებული ემოციის ვხვდებით, ვინაიდან ჩვენ შორის არიან ჩვენი ვეტერანი ფეხბურთელები – მიხეილ ყაველაშვილი და ლევან კობიაშვილი, რომლებიც აშენებდნენ ამ გამარჯვების ფუნდამენტს და ამავე დროს ჩვენ შორისაა გამარჯვების ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, ლევან კობიაშვილი. მინდა, მისი სახით პარლამენტის სხდომათა დარბაზიდან მივესალმოთ და მადლობა გადავუხადოთ ჩვენს დიდ საფეხბურთო ოჯახს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

 

 

 

 

დღის ამბები