პარლამენტმა, აუტიზმის შესახებ ცნობიერების ამაღლების მსოფლიო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას უმასპინძლა.
გაიმართა დისკუსია აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვებისა და მათი ოჯახებისთვის მხარდაჭერის ხელმისაწვდომობასა და ეფექტიანობაზე.
ღონისძიება ბავშვის უფლებათა დაცვის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს ინიციატივით ჩატარდა.
პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, აუტიზმის სპექტრთან დაკავშირებით ცნობადობის ამაღლება, განსაკუთრებით აქტიურად მიდის და ეს ქართული საზოგადოების განვითარებაზე და სიძლიერეზე მეტყველებს.
"მნიშვნელოვანია, რომ აუტიზმის სპექტრთან დაკავშირებით ცნობადობის ამაღლება, ბოლო წლების განმავლობაში განსაკუთრებით აქტიურად მიდის და ეს ჩვენი საზოგადოების განვითარებაზე და სიძლიერეზე მეტყველებს. დღევანდელი პანელური დისკუსია მოეძღვნება კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით მსჯელობას იმისთვის, რომ ერთის მხრივ, პარლამენტმა მოვისმინოთ მცოდნე ხალხისგან მოსაზრებები იმასთან დაკავშირებით თუ რა გამოწვევები არის დარჩენილი რა შეიძლება ვუპასუხოთ საკანონმდებლო კუთხით და რა უნდა ვუპასუხოთ აღსრულების მხრივ", - განაცხადა პაპუაშვილმა.