16 ნოემბერი 2024,   08:44
ვრცლად
პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სამედიცინო ბიზნესის წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სამედიცინო ბიზნესის წარმომადგენლებს შეხვდა.

საუბარი შეეხო ჰოსპიტალური და ფარმაცევტული ინდუსტრიის მხრიდან მოსახლეობისათვის უწყვეტი, ხელმისაწვდომი და ხარისხიანი სერვისის მიწოდების აუცილებლობას.

აღინიშნა, რომ სახელმწიფოსთვის უმთავრესი პრიორიტეტია პაციენტის ინტერესების დაცვა, რის უზრუნველსაყოფადაც სამედიცინო სექტორისა და კლინიკების წარმომადგენლებთან აქტიურ თანამშრომლობას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება.

შეხვედრისას ყურადღება დაეთმო მთავრობის მიდგომებს სექტორში არსებული პრობლემების გადაწყვეტის მიმართულებით, ასევე საკითხებს, რომელთა გადაჭრაც სამედიცინო სექტორისთვის პრიორიტეტულია.

ჯანდაცვის სისტემაში არსებულ საკითხებზე ბიზნესის ხედვა საქართველოს ბიზნესასოციაციის პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ წარადგინა.

აღინიშნა, რომ მოქალაქეებისა და პაციენტების ინტერესების მაქსიმალური დაცვა, მათთვის ხარისხიანი და უწყვეტი სერვისის მიწოდება არის საერთო პრინციპი, რაზეც სახელმწიფო და კერძო სექტორი თანხმდებიან და ამ მიმართულებით თანამშრომლობა გაგრძელდება.

შეხვედრას ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი დაესწრნენ.

დღის ამბები