18 მაისი 2024,   11:28
ვრცლად
უკრაინაში დაღუპული მებრძოლის, თენგიზ ჭანიას ცხედარი განმუხურში, საკუთარ სახლში გადაასვენეს

უკრაინაში დაღუპული მებრძოლის, თენგიზ ჭანიას ცხედარი ზუგდიდის სოფელ განმუხურში, საკუთარ სახლში გადაასვენეს. ცხედარს გზაზე მოქალაქეები საქართველოსა და უკრაინის დროშებით დახვდნენ.

დაღუპული სამშობლოში გამთენიისას ჩამოასვენეს. აფხაზეთიდან დევნილი თენგიზ ჭანია აფხაზეთისა და 2008 წლის აგვისტოს ომების მონაწილე იყო. ის უკრაინაში ომის დაწყების პირველივე დღეებიდან იბრძოდა. ჭანია საოკუპაციო რეჟიმის სარაკეტო თავდასხმას 22 მარტს ემსხვერპლა.

დღის ამბები