16 ნოემბერი 2024,   08:59
ვრცლად
ჯანდაცვის მინისტრი იაპონიის ელჩს შეხვდა

ჯანდაცვის მინისტრი იაპონიის ელჩს შეხვდა. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე, მხარეებმა, ორ ქვეყანას შორის არსებულ თანამშრომლობაზე ისაუბრეს. მიხეილ სარჯველაძემ და ჰი-დეკი იში-ძუკამ, იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოსა და სამინისტროს ერთობლივი პროექტები განიხილეს.

მინისტრმა დიპლომატს ის პროგრამები გააცნო, რომლებსაც უწყება დევნილთა განსახლების და მოსახლეობის სოციალური დაცვის კუთხით ახორციელებს. მხარეებმა თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივებიც განიხილეს.

დღის ამბები