16 ნოემბერი 2024,   08:32
ვრცლად
არაფერია ქუჩაში გამოსასვლელი, პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ ეს არის ევროპული კანონი - კახა კალაძე

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტს არანაირი კავშირი არ აქვს რუსულ კანონთან და მათი დაკავშირების მცდელობა, საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ემსახურება.

მისივე თქმით, პრობლემას ვერ ხედავს იმაში, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებმა სააშკარაოზე გამოიტანონ უცხოეთიდან მიღებული გრანტები და დაფინანსება.

"ეს არის, პირველ რიგში, ძალიან დიდი ტყუილი, სპეკულაცია, არანაირი საერთო აღნიშნულ გამჭვირვალობის კანონს არ აქვს იმ რუსულ კანონთან, რომელზეც არის საუბარი. საერთოდ არანაირი შეხება არ აქვს - ეს არის საზოგადოების მოტყუების მცდელობა. დააკვირდით, რომ შეხვიდეთ დისკუსიაში, არგუმენტი არ აქვთ, თუ რატომ არის პრობლემა აღნიშნული კანონი, ან რა საერთო აქვს რუსულ კანონთან. არაფერი ქუჩაში გამოსასვლელი არავის არ აქვს, პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ ეს არის ევროპული კანონი.

ჩვენ ხომ გვინდა ევროპა, ხომ მხარს ვუჭერთ გამჭვირვალობას და მოვითხოვთ ყველასგან ამას, რატომ არ უნდა იყოს გამჭვირვალე, მაგალითად, იმ არასამთავრობო ორგანიზაციების გრანტები და მიღებული შემოსავლები უცხოეთიდან, რომლებსაც ისინი იღებენ - რა არის ამაში დასამალი? შენ თუ კეთილსინდისიერი ხარ, პატიოსანი ხარ, ეს ყველაფერი უნდა იყოს სააშკარაოზე გამოტანილი,"- აცხადებს კახა კალაძე,

ცნობისთვის, დღეს გაირკვა, რომ უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტს უმრავლესობა პარლამენტში ხელახლა წარადგენს.

დღის ამბები