19 მაისი 2024,   19:33
ვრცლად
ახალგაზრდა კაცმა ცოლის მკვლელობის შემდეგ თვითდაზიანება მიიყენა - შუახევში მომხდარი მკვლელობის ახალი დეტალები

ახალი დეტალები შუახევში მომხდარი მკვლელობის შესახებ - ადგილობრივების ინფორმაციით, მას შემდეგ რაც ახალგაზრდა მამაკაცმა ცოლს ცივი იარაღით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა, საკუთარი სხეული დაიზიანა და სუიციდი სცადა.

მამაკაცი კლინიკაშია მოთავსებული, მისი ცოლი კი მიყენებული ჭრილობების გამო ადგილზე გარდაიცვალა.

ფაქტი სოფელ ნენიაში მოხდა. გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო.

დღის ამბები