ორგანიზაცია "თბილისი პრაიდი" ოპოზიციის მსგავსად ერთ-ერთი პირველია, ვინც გამჭვირვალობის კანონს კვლავ რუსული კანონი უწოდა. ორგანიზაცია მედიასთან კომენტარს არ აკეთებს, Facebook-ზე კი წერს, რომ "ქართულმა ოცნებამ" 2023 წლის მარტში უკვე სცადა და ვერ შეძლო რუსული კანონის მიღება.
"ქართული ოცნება რუსულ კანონს ხელახლა აინიცირებს!
"საპარლამენტო უმრავლესობამ პოლიტსაბჭოსთან კონსულტაციით მიიღო გადაწყვეტილება, პარლამენტში ხელახლა წარადგინოს კანონპროექტი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" - მამუკა მდინარაძემ ბრიფინგზე გამოაცხადა.
ქართულმა ოცნებამ 2023 წლის მარტში უკვე სცადა და ვერ შეძლო რუსული კანონის მიღება," - წერს "თბილისი პრაიდი".