16 ნოემბერი 2024,   08:38
ვრცლად
წარმოუდგენელია, ასეთი ენითა და ლექსიკით საუბარი პარლამენტში...ამით ხდება წახალისება გენდერული ნიშნით დისკრიმინაციისა და სექსისტური განცხადების - თეონა აქუბარდია ბექა ოდიშარიაზე

ოპოზიციონერი დეპუტატის, თეონა აქუბარდიას განცხადებით, უმრავლესობის დეპუტატის, ბექა ოდიშარიას შეურაცხმყოფელი ეპითეტების გამო, მას საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ბოდიში პირად საუბრებში მოუხადა. 
 
აქუბარდიას თქმით, ბექა ოდიშარიას მსგავსი განცხადებებით ხდება გენდერული ნიშნით დისკრიმინაციისა და სექსისტური განცხადების წახალისება. 
 
„სექსისტური და გენდერული ნიშნით დისკრიმინაციული და დისკრიმინაციის წამახალისებელი განცხადებები პარლამენტში ქალი დეპუტატების მიმართ არახალია. ჩემი მისამართით სექსისტური და გენდერული დისკრიმინაციის მატარებელი განცხადების შეფასება სახალხო დამცველმა თავის ანგარიშში ადეკვატურად ასახა. დღეს, როდესაც ქალთა კვოტირების გაუქმების საკითხი იხილებოდა და ანა ნაცვლიშვილი ტრიბუნიდან გამოდიოდა და ამ საკითხთან დაკავშირებით საკუთარ პოზიციას აფიქსირებდა, დიახ, იყო ეს ფრაზა, სადაც მე მქონდა შელაპარაკება ამ ფრაზის ავტორთან. წარმოუდგენელია ასეთი ენითა და ლექსიკით საუბარი პარლამენტში, მით უფრო როცა საუბარია ქალთა კვოტირების საკითხზე და როდესაც კაცი ელაპარაკება ქალს ამ ენით. ეს არც ქართულია და არც მანდილის ღირსებაში ჯდება. ეს არის კაცი, რომელიც მანდილის ღირსების დაცვა მოგვიწოდებდა. 
 
ამით ხდება წახალისება გენდერული ნიშნით დისკრიმინაციისა და სექსისტური განცხადების. ერთადერთი რაც შემიძლია ვთქვა, არის ის, რომ მამუკა მდინარაძემ გულწრფელად ბოდიში მომიხადა თავისი კოლეგის ამ განცხადების გამო, რასაც ვაფასებ თუმცა ეს საკმარისი არ არის“, - განაცხადა თეონა აქუბარდიამ.

დღის ამბები