16 ნოემბერი 2024,   08:50
ვრცლად
"აქციები არ იქნება, არც უნდა იყოს" - ვახტანგ მეგრელიშვილი "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტზე

"გირჩის" ერთ-ერთი ლიდერის, ვახტანგ მეგრელიშვილის თქმით, მისი პარტია "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტს მხარს არ დაუჭერს. 

"ღამის კურიერის" წამყვანის კითხვაზე, მიიღებს თუ არა "გირჩი" დაგეგმილ აქციებში მონაწილეობას, მეგრელიშვილი პასუხობს, რომ აქციები არ იქნება.

"არაა, აქციები არ იქნება, არც უნდა იყოს. 6 თვეში არის არჩევნები და მუხტი, რომელიც ახლა დაგროვდება, ნებისმიერ სისულელეზე, რომელსაც "ქართული ოცნება" ჩაიდენს, მისი რეალიზაცია უნდა მოვახდინოთ ოქტომბერში, საარჩევნო ყუთებთან," - აღნიშნა ვახტანგ მეგრელიშვილმა "ღამის კურიერის" ეთერში.

დღის ამბები