25 დეკემბერი 2024,   22:31
ვრცლად
სამოქალაქო საზოგადოების ინდექსით, საქართველოს არასამთავრობო სექტორის სარეიტინგო პოზიცია 50 ადგილით გაუარესდა და მსოფლიოში 27-ე ადგილიდან 77-ე ადგილზე დაქვეითდა

დემოკრატიის კვლევის მსოფლიოს მოწინავე ცენტრმა, ორგანიზაციამ "დემოკრატიის მრავალფეროვნება" (V-DEM) სამოქალაქო საზოგადოების ინდექსი ძირითადი ინდექსი (Core civil society index) გამოაქვეყნა, რომელიც იკვლევს არასამთავრობო სექტორს და აფასებს რამდენად მტკიცედ და გამართულად ასრულებს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები თავიანთ საზოგადოებრივ მისიას და მოვალეობებს, რამდენად ჯანსაღად (თავისუფლად და აქტიურად) არის გამოხატული მოქალაქეთა ინტერესები არასამთავრობო სექტორში. 2023 წლის ინდექსის მიხედვით, საქართველოს არასამთავრობო სექტორის შეფასება მნიშვნელოვნად გაუარესდა და ერთ წელიწადში სარეიტინგო პოზიცია მსოფლიოში 27-ე ადგილიდან 77-ე ადგილზე დაქვეითდა. საქართველოს არასამთავრობო სექტორს რეიტინგში უსწრებს სომხეთი, მოლდოვა, ბოსნია ჰერცოგოვინა, კოსოვო და რეგიონის სხვა ქვეყნები.

"დემოკრატიის მრავალფეროვნება" (V-Dem) არის მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი სამეცნიერო თანამშრომლობის პროექტი უშუალოდ დემოკრატიაზე.

მისი სათავო ოფისი დაფუძნებულია V-Dem ინსტიტუტში, შვედეთში, გოტენბურგის უნივერსიტეტის პოლიტიკური მეცნიერებების დეპარტამენტში.

პროექტს უძღვება 5 მთავარი გამომძიებელი, 19 პროექტის მენეჯერი, 33 რეგიონული მენეჯერი, 134-ზე მეტი კოორდინატორი და 4000-მდე ექსპერტი მსოფლიოს მასშტაბით.

ორგანიზაცია ერთ-ერთია იმ კვლევით პროექტებს შორის, რასაც მსოფლიოს ბანკის "გლობალური მმართველობის ინდიკატორები" ეფუძნება.

დღის ამბები