16 ნოემბერი 2024,   08:49
ვრცლად
ლომჯარიას სიტყვები მე არ მომისმენია, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ნინო არ იტყოდა არაფერ ისეთს, რაც საქართველოს ევროპულ მომავალს ეწინააღმდეგება - ნაზი ჯანეზაშვილი

პოლიტიკური დისკუსიის თემაა არასამთავრობოების შეკრება ფონდ "ღია საზოგადოების" ოფისში. მიიღეს თუ არა ოპოზიციამ და მესამე სექტორმა ინსტრუქციები ქვეყნის გარეთ მოქმედი ძალებისგან. Reportiori.ge გუშინ გამართული შეხვედრის დეტალებზე წერს.

სააგენტოს ინფორმაციით, გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით შეხვედრაზე ნინო ლომჯარია ტელეფონზე საუბრობდა და დახმარებას ითხოვდა, - "თუ თქვენგან და ევროპიდან უმძიმესი შეფასებები არ იქნა, ქუჩაში ერთ კაცსაც ვერ გამოვიყვანთ" განაცხადა, სააგენტოს ინფორმაციით, ლომჯარიამ.

სააგენტო ასევე წერს, - "შეხვედრაზე არასამთავრობოებმა თქვეს, რომ კანონპროექტიდან აგენტის ცნება ამოიღეს, მაგრამ უნდა ვიძახოთ, რომ უარესი შემოიღეს."

როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია ”სასამართლოს გუშაგის” დირექტორი ნაზი ჯანეზაშვილი აცხადებს, მას ნინო ლომჯარიას საუბარი არ მოუსმენია, თუმცა დარწმუნებულია, რომ ლომჯარია ისეთს არაფერს იტყოდა, რაც საქართველოს ევროპულ მომავალს საფრთხეს შეუქმნის.

"ლომჯარიას სიტყვები მე პირადად არ მომისმენია, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ნინო არ იტყოდა არაფერ ისეთს, რომელიც საქართველოს ევროპულ მომავალს ეწინააღმდეგება. ჩვენ, სამოქალაქო საზოგადოება ვართ ერთიანები, რომ საქართველოსთვის მნიშვნელოვანია ევროინტეგრაცია, მნიშვნელოვანია 9 ნაბიჯის შესრულება და იმისთვის, რომ ჩვენ ევროკავშირის წევრი გავხდეთ, საჭიროა ნაბიჯების გადადგმა და არა ის უკუსვლა, რომელსაც ხელისუფლება გვთავაზობს. ბევრი რამ შეიძლება გაკეთდეს და ამას ეტაპობრივად ნახავს ყველა - აქ დასამალი არაფერი არ არის", - განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა.

დღის ამბები