16 ნოემბერი 2024,   08:38
ვრცლად
"ჩავერთვებით განხილვებში, რათა "ქართულ ოცნებას" ბავშვების ინტერესებით პოლიტიკურად მანიპულირების საშუალება არ მივცეთ" - ბექა ლილუაშვილი ფსევდოლიბერალური იდეოლოგიის წინააღმდეგ კანონპროექტზე

კანონპროექტი ფსევდოლიბერალური იდეოლოგიის წინააღმდეგ პარლამენტში უკვე ინიციირებულია. საპარლამენტო ოპოზიცია მიიჩნევს, რომ მმართველი გუნდი წინასაარჩევნოდ საზოგადოების ყურადღების გადატანას სხვა თემებზე ცდილობს.

გიორგი გახარიას პარტიაში პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებას გამოეხმაურნენ, სადაც შალვა პაპუაშვილმა პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე მოუწოდა პოლიტიკურ ჯგუფებს, დაასახელონ თითო წარმომადგენელი საყოველთაო-სახალხო განხილვის კომისიაში. ბექა ლილუაშვილის თქმით, განხილვებში გარკვეული მიზნით ჩაერთვებიან.

"ნებისმიერი პროპაგანდა პრობლემაა და პროპაგანდის ბავშვებზე განხორციელება აბსოლუტურად მიუღებელია. ჩვენ იმიტომ ჩავერთვებით ამ განხილვებში, რომ არ მივცეთ საშუალება არავის, პირველ რიგში, "ქართულ ოცნებას", პოლიტიკურად იმანიპულიროს ბავშვების ინტერესებით," - განაცხადა პარტია "საქართველოსთვის" წევრმა, ბექა ლილუაშვილმა.

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "ევროოპტიმისტები" თავმჯდომარის, რომან გოცირიძის თქმით კი, "ქართულ ოცნებას", კანონპროექტის მისაღებად, 23 ხმა აკლია. შესაბამისად, ძალიან კარგად იცის, რომ აღნიშნული ინიციატივა ვერ გავა და მათი მთავარი მიზანი ამ თემით წინასაარჩევნო კამპანიის ჩატარებაა.

დღის ამბები