საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ოპოზიციისა და სალომე ზურაბიშვილის შეხვედრებზე განაცხადა, რომ ისინი ერთნი არიან და, ხან ღიად და ხან ჩუმად, ერთმანეთს ხვდებიან.
"რად უნდათ შეხვედრა? ისედაც ერთნი არიან, ხან ჩუმად ხვდებიან ერთმანეთს და ხან - ღიად. დამთავრებული ამბავია ეს. ამ ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე რადიკალი "ნაციონალი" არის სალომე ზურაბიშვილი. ჩემი აზრით, საერთო გეგმა იქნება რადიკალიზაცია.
ჩვენი ერთ-ერთი მიზანი ისიც უნდა იყოს, რომ ჩვენ დავანახებთ საზოგადოებას, ჩვენს ახალგაზრდებს - ძალიან ღირსეულ მომავალ თაობას, თუ რა ტყუილი აკადრეს საზოგადოებას, მათ შორის, პრეზიდენტად წოდებულმა ადამიანმაც," - აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე.