16 ნოემბერი 2024,   09:02
ვრცლად
ევროპისა და შეერთებული შტატების განცხადებები, შარშანდელთან შედარებით, გაცილებით მოზომილი იყო - მამუკა მდინარაძე

ევროპისა და შეერთებული შტატების განცხადებები, შარშანდელთან შედარებით, გაცილებით მოზომილი იყო, - აცხადებს უმრავლესობის ლიდერი.

მამუკა მდინარაძე შეერთებული შტატების ელჩს მადლობას უხდის და ამბობს, რომ მისი განწყობა ორ ქვეყანას შორის მეგობრობას შეესაბამება.

"დიდი მადლობა მინდა გადავუხადო იმ ადამიანებს, ვინც უზრუნველყო, რომ, შარშანდლისგან განსხვავებით, აბსოლუტურად განსხვავებული და აბსოლუტურად სხვა რიტორიკაა წელს. მინდა, პერსონალურად მადლობა გადავუხადო ქალბატონ დანიგანს, რადგან, წინა შემთხვევისგან განსხვავებით, ვნახეთ, როგორი მოზომილი განცხადება გააკეთეს აშშ-ის წარმომადგენლებმა,"- აცხადებს მამუკა მდინარაძე.

დღის ამბები