16 ნოემბერი 2024,   08:33
ვრცლად
მუხტს არ სჭირდება საერთაშორისო გამოხმაურება, ჩვენ დავალებებს მხოლოდ საკუთარი მოსახლეობისგან ვიღებთ - დავით ხაჯიშვილი

პარლამენტის ფრაქციის ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია-ს” წევრის დავით ხაჯიშვილის განცხადებით, საზოგადოებრივ მუხტს საერთაშორისო გამოხმაურება არ სჭირდება.

მისი განმარტებით, შარშან ოპოზიციის აქტივობა რომ არ ყოფილიყო, შესაძლოა, კანონის მიღების შესახებ საზოგადოებას ვერც გაეგო.

"მუხტს არ სჭირდება საერთაშორისო გამოხმაურება. ჩვენ, დავალებებს მხოლოდ საკუთარი მოსახლეობისგან ვიღებთ და სხვა არავისგან. შემიძლია, გამარჯვების პლატფორმის სახელით გელაპარაკოთ. რომ არა ოპოზიციის ის აქტივობა, რომელიც პარლამენტში იყო, შეიძლება, ჩვენს მოსახლეობას ამის შესახებ ვერც გაეგო", - განაცხადა დავით ხაჯიშვილმა.

"გირჩის" წევრის, ალექსანდრე რაქვიაშვილის განმარტებით, რომ არა ევროპელების ის განცხადებები, წინა წელს ისეთი აქცია ვერ შედგებოდა.

"როდესაც ევროპის მაღალი თანამდებობის პირები პირდაპირ ამბობენ, რომ ეს ევროინტეგრაციას ხელს შეუშლის, ეს უკვე დამაჯერებელია. ამაში განსაკუთრებულ ცუდს ვერაფერს ვერ ვხედავ, მაგრამ რომ არა ევროპელების ის განცხადებები, წინა წელს ისეთი აქცია ვერ შედგებოდა. კონკრეტულად ლომჯარიამ რა იგულისხმა, მე პირადად არ ვიცი, მაგრამ "ენჯეო-ებს" ისმის ავტორიტეტი არ აქვთ, რომ ხალხი ქუჩაში გამოიყვანონ. საბოლოო ჯამში, ეს პოლიტიკური პარტიების, ევროპელი და ამერიკელი მეგობრების დამსახურებაა", - განაცხადა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.

დღის ამბები