"საზოგადოების თვალში ისინი უკვე არიან ლგბტ მედროშეები," - ასე აფასებს "ხალხის ძალის" ერთ-ერთი ლიდერი, გურამ მაჭარაშვილი ოპოზიციის შეფასებებს ფსევდოლიბერალური იდეოლოგიის წინააღმდეგ კანონპროექტზე.
მისი შეფასებით, ოპოზიცია საქართველოში ლგბტ პროპაგანდისთვისა და უცხოური ძალის გაძლიერებისთვის იბრძვის.
"ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ ამ პროექტის დაინიცირებით, პირწმინდად წააგო ოპოზიციამ. საზოგადოების თვალში ისინი უკვე არიან ლგბტ მედროშეები. ახლა რას იზამენ, როდესაც ჩვენ განხილვებს დავიწყებთ - არ ვიცი, ეს მათზეა დამოკიდებული, მაგრამ ფაქტია, რომ დღეს ჩვენ გვიჭირავს ეროვნული დროშა და ყველა მიმართულებით ვიბრძვით საქართველოს იდენტობის გადასარჩენად და საქართველოს სუვერენიტეტისთვის და ოპოზიციას უჭირავს ლგბტ დროშა, იბრძვის ლგბტ პროპაგანდისთვის და უცხოური ძალის გაძლიერებისთვის საქართველოში და ვინ გაიმარჯვებს ამას ვნახავთ ოქტომბერში," - აცხადებს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "ხალხის ძალა" წევრი გურამ მაჭარაშვილი.
ცნობისთვის, ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებები ბიუროს დღევანდელ სხდომაზე დარეგისტრირდა.