16 ნოემბერი 2024,   09:05
ვრცლად
მოვითხოვ, ოდიშარია შემოწმდეს, ნარკოლოგიური ტესტი გაიაროს - სალომე სამადაშვილი

82-ით 14-ის წინააღმდეგ - პარლამენტმა მეორე მოსმენით მიიღო კანონპროექტი გენდერული კვოტირების გაუქმების შესახებ. მანამდე გირჩის ინიციატივა, რომელსაც უმრავლესობის მხარდაჭერაც აქვს, დეპუტატებმა სხდომაზე განიხილეს.

დეპუტატებს შორის რამდენჯერმე იყო კამათი. კრიტიკულ განცხადებებს, ძირითადად, ოპოზიციონერი ქალი დეპუტატები აკეთებდნენ, რომლებიც მიიჩნევენ, რომ კვოტირების გაუქმება ქალების უფლებებს არღვევს და ამცირებს მათ წარმომადგენლობას პოლიტიკაში.

ინიციატივის ავტორები და მათი მხარდამჭერები კი ფიქრობენ, რომ პარლამენტში სქესის მიხედვით მოხვედრა დემოკრატიის პრინციპებს ეწინააღმდეგება.

"ბექა ოდიშარია ფხიზელ მდგომარეობაში დადის პარლამენტში, თუ ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ, კონკრეტულად კოკაინის, მე მოვითხოვ, ოდიშარია შემოწმდეს, ნარკოლოგიური ტესტი გაიაროს, რომ საზოგადოებამ იცოდეს, ფხიზელი არის - მას თანამდებობებიც უკავია. მათ შორის, ძალიან მნიშვნელოვანია, თქვენი პოლიტიკის შედეგად, რომ ჩვენი ქვეყანა ქართველებისგან დაიცალა თქვენი რუსების დაკვეთით, რუსების დიდხნიან ოცნებას ასრულებთ, საქართველო ქართველების გარეშე გინდათ დატოვოთ. 250 000 ქართველი თქვენი პოლიტიკის შედეგად ამ ქვეყნიდან წავიდა, მათთან, დიასპორასთან ურთიერთობები ჩაბარებული აქვს აი, ამ არსებას, მე არ ვიცი, მას რა უნდა ვუწოდო, რომელმაც გუშინ, საქართველოს პარლამენტში წარმოუდგენელი რამ იკადრა. მოვითხოვ, ის შემოწმდეს, ნარკოლოგიური შემოწმება გაიაროს და ვიცოდეთ, რა ნარკოტიკულ საშუალებებს მოიხმარს, რომ მოიხმარს, ამაში ეჭვი არ მეპარება, უბრალოდ, მაინტერესებს, რას მოიხმარს“, - განაცხადა სამადაშვილმა.

დღის ამბები