თუ ვინმეს ანალიზი გაინტერესებს, წამომყევი და შენ თუ "ფსიქო" მოგცენ, მე პასუხს ვაგებ მაშინ და აქამდე ვინც "ფსიქო" მოგცა, იქნებ სახელი და გვარი მითხრა და იმათი პასუხისმგებლობა უნდა დადგეს! როგორ შეიძლება ამ ადამიანის პარლამენტში ყოფნა?! – ასე მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ბექა ოდიშარიამ "ლელოს" ერთ-ერთ ლიდერს სალომე სამადაშვილს, რომელმაც ბექა ოდიშარიას ნარკოლოგიური შემოწმება მოითხოვა.
ოდიშარიას შეფასებით, რომელიც მან პარლამენტის პლენარულს სხდომაზე გააკეთა, სალომე სამადაშვილმა "ახალი ფსკერი დაიპყრო".
"მე ვიცოდი, რომ ადამიანის აღზევებასა და პროგრესს, სამწუხაროდ, აქვს საზღვარი, მაგრამ ვარდნას, რომ არ ჰქონდა ფსკერი, ეს ზუსტად ვიცოდი. დღეს მომსახურების ზონიდან, მგონი, ათეული წელია გასულმა დეპუტატმა, სალომე სამადაშვილმა, ახალი ფსკერი დაიპყრო. ეს რა განაცხადა?! სალამს არ აძლევს არავის 10 წელია, ბატონ რომანს მაინც მიესალმე ან გვერდზე მჯდომს მიესალმე! საით მიდიხარ? როგორ მოდიხარ? სახლში იციან აქ რომ ხარ ? და თუ ვინმეს ანალიზი გაინტერესებს, წამომყევი და შენ თუ "ფსიქო" მოგცენ, მე პასუხს ვაგებ მაშინ და აქამდე ვინც "ფსიქო" მოგცა, იქნებ სახელი და გვარი მითხრა და იმათი პასუხისმგებლობა უნდა დადგეს! როგორ შეიძლება ამ ადამიანის პარლამენტში ყოფნა?! ასეთი ადამიანის, რომელიც არად დაგიდევს საერთოდ არც ადამიანის ღირსებას, პარლამენტის ხომ არ დაგიდევთ და არ დაგიდევთ, ოჯახი ამან არ იცის, შვილები, მშობლები და ა.შ. ეს კი არის უსამშობლო და უცხვირპირო ადამიანი და მოქმედებს მუდმივად საქართველოს წინააღმდეგ, როგორი დიპლომატიც იყო, ისეთი წარმატებული პოლიტიკოსიც არის, ახალი სახე "ლელოსი". მაგრამ ერთხელ მარტო მე კი არ ამომივა ყელში, ჩვენ და ჩვენი ოჯახის წევრებს ამოუვათ ყელში და მერე ნახავ შენ, ვინ და რისი ღირსია! მოგვეცით საშუალება, რომ ვიცხოვროთ და ვიმოღვაწოთ ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ და ნუ გამოგვიყვანთ საბოლოოდ წყობიდან! დააკვირდით ერთი და ეს ადამიანი ლაპარაკობს ჩემზე და ჩემს გადამოწმებაზე? როცა გინდა და სადაც გინდა – ახლაც! თუ შენ ფსიქო მოგცეს რომელიმე ადმინისტრაციულმა ორგანომ, რაც გინდა ის მითხარი!"- განაცხადა ოდიშარი