16 ნოემბერი 2024,   08:42
ვრცლად
ოპოზიციას გარეთ პატრონების ეშინია, შიგნით ხალხის - მამუკა მდინარაძე ფსევდოლიბერალური იდეოლოგიის წინააღმდეგ კანონპროექტზე

"არცერთი ნორმა არ იქნება არათავსებადი მოქმედ კონსტიტუციასთან. რაც სამომავლო იქნება, იმასთანაც შესაბამისობაში იქნება და რაც ახლანდელია იმასთანაც შესაბამისობაში, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რითაც ფსევდოლიბერალური იდეოლოგიის წინააღმდეგ კანონპროექტს გამოეხმაურა.

მისი შეფასებით, ოპოზიცია აღნიშნულ კანონპროექტზე ვერ ბედავს მკაფიოდ აზრის დაფიქსირებას, რადგან როგორც უცხოელი დამფინანსებლების, ასევე, საქართველოს მოქალაქეების ეშინია.

"[ოპოზიციის წევრებს] გარეთ პატრონების ეშინიათ და შიგნით - ხალხის. მათ რომ არატრადიციული ცხოვრების წესის პროპაგანდის წინააღმდეგ გაილაშქრონ ჩვენთან ერთად და დაიცვან საკუთარი შვილებიც, ჩვენი მომავლის ინტერესები ამ მიმართულებით, დაიცვან ოჯახური ღირებულებები ამ მიმართულებით, მათ ეშინიათ, რომ ვიღაცა ამასთან დაკავშირებით სერიოზულ საყვედურს ეტყვის და დაფინანსებას შეუწყვეტს, მაგრამ თუ ამას არ გააკეთებენ, ეშინიათ ქართველის ხალხის და, შესაბამისად, ჩიხში არიან შესულები," - აღნიშნა მდინარაძემ.

ცნობისთვის, ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებები ბიუროს დღევანდელ სხდომაზე დარეგისტრირდა.

დღის ამბები