16 ნოემბერი 2024,   08:49
ვრცლად
დარეჯანის სასახლის რეაბილიტაცია - თბილისის განვითარების ფონდი მეორე ეტაპით გათვალისწინებულ სამუშაოებს ახორციელებს

დარეჯანის სასახლის რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს - თბილისის განვითარების ფონდი უკვე მეორე ეტაპით გათვალისწინებულ სამუშაოებს ახორციელებს.

პროექტის დეტალებს ადგილზე გაეცნო დედალაქის მერი. დაგეგმილია დარეჯანის სასახლის აივნების რეაბილიტაცია, სახურავის შეცვლა და დიდი ოთახის სარემონტო სამუშაოები.

სასახლია სრული რეაბილიტაცია ზაფხულის ბოლომდე დასრულდება. პროექტის ბიუჯეტი 405 000 ლარია.

„სამუშაოების პირველი ეტაპი ჩვენ გასულ წელს დავამთავრეთ, ეს იყო მთლიანი კედლის რეაბილიტაცია, რომელიც იყო ავარიულ და მძიმე მდგომარეობაში. მიმდინარეობს პროექტის შემდგომი ეტაპი - უშუალოდ სასახლის რეაბილიტაცია. მთლიანად იცვლება აივნის საყრდენები, კოჭები, აივანი, რომელიც ძალიან ღირებულია აღნიშნული შენობისთვის და აგვისტოში მთლიანად ყველა სამუშაო იქნება დასრულებული. პარალელურად მიმდინარეობს ეზოს მოპირქეთება,“ - აცხადებს თბილისის მერი კახა კალაძე.

ამონაგებამ 1 მილიარდ ლარზე მეტი შეადგინა და საპენსიო აქტივები 4.8 მილიარდი ლარის ოდენობით არის განსაზღვრული. 5 წლის წინ დაიწყო რეფორმა და მოგეხსენებათ, რომ ამ პერიოდში ქვეყანამ გაიარა პანდემია, მსოფლიო ეკონომიკური რყევები, მაგრამ დღეს ჩვენ წარმოვადგინეთ ის შედეგები, რომელზეც დადებითად პოზიტიურად ვსაუბრობთ. დღევანდელი მონაცემებით ძალიან მაღალი ამონაგები აქვს საინვესტიციო შედეგებს,“ - აცხადებს საპენსიო სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი ჭიჭინაძე.

დღის ამბები