16 ნოემბერი 2024,   08:30
ვრცლად
27-ე პოზიციიდან 77-ე ადგილზე - არასამთავრობო ორგანიზაციების რეიტინგი გაუარესდა

საქართველოში არასამთავრობო სექტორის რეიტინგის ვარდნასთან დაკავშირებით, "საერთაშორისო გამჭვირვალობის" აღმასრულებელი დირექტორი მოკლე კომენტარით შემოიფარგლა. რამდენად მტკიცედ და გამართულად ასრულებს სამოქალაქო საზოგადოება თავის მისიას - საერთაშორისო რეიტინგებით ირკვევა, რომ არასამთავრობო სექტორის პოზიცია 50 ადგილით გაუარესდა და მსოფლიოში 27-დან, 77-ე პოზიციამდე დაქვეითდა.

"დემოკრატიის მრავალფეროვნების" მიერ გამოქვეყნებული რეიტინგის შედეგები არასამთავრობოების ნაწილს არ უკვირს.

გაუარესების მიზეზად საპარლამენტო უმრავლესობაში არასამთავრობო სექტორის გაუმჭვირვალობა და არაობიექტური შეფასებები მიაჩნიათ.

რეიტინგები საინტერესო არ არის "ნაციონალური მოძრაობისთვის". ოპოზიციის სხვა ნაწილი კი ამბობს, რომ დაბალი რეიტინგი ხელისუფლების განცხადებების შედეგია.

საპარლამენტო უმრავლესობის განცხადებით, საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში ყველა პარამეტრით ლიდერობს. გამონაკლისია მხოლოდ არასამთავრობო სექტორი, რაც მათივე საქმიანობითაა გამოწვეული.

საერთაშორისო რეიტინგის მიხედვით, საქართველოს მესამე სექტორს რეიტინგით სომხეთი, მოლდოვა კოსოვო და სხვა არაერთი ქვეყანა უსწრებს. შვედური ორგანიზაცია "დემოკრატიის მრავალფეროვნება" ერთ-ერთია იმ კვლევით პროექტებს შორის, რასაც მსოფლიო ბანკის გლობალური მმართველობის ინდიკატორები ეფუძნება.

 

დღის ამბები