16 ნოემბერი 2024,   08:49
ვრცლად
აქცია პარლამენტთან - გამჭვირვალობის კანონის სამოქმედო გეგმაზე სასაუბროდ სამოქალაქო ორგანიზაციებმა და ოპოზიციის წარმომადგენლებმა რუსთაველის გამზირი აირჩიეს

გამჭვირვალობის კანონის სამოქმედო გეგმაზე სასაუბროდ, სამოქალაქო ორგანიზაციებმა და ოპოზიციის რამდენიმე წარმომადგენელმა, რუსთაველის გამზირი აირჩიეს.

პარლამენტთან გამოტანილია საპროტესტო პლაკატებიც. შეკრებილები ამბობენ, რომ პოზიციები უნდა შეაჯერონ, თუმცა მეორე დღეა უცნობია საპროტესტო აქციების დაწყების კონკრეტული თარიღი.

"გელოდებით 4-ში. პარლამენტის წინ. ერთად მოვიფიქროთ სამოქმედო გეგმა რუსული კანონის წინააღმდეგ" - ეს მოწოდება გავრცელდა საორგანიზაციო შეხვედრის ორგანიზატორების მხრიდან, რომლებიც პარლამენტის წინ ამ დრომდე რჩებიან.

 

 

დღის ამბები