18 მაისი 2024,   22:12
ვრცლად
ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დაკავებულებს, "ალტ ინფოს" ლიდერს და კონსერვატიული მოძრაობის წევრს, სასამართლომ 5-5 ათასი ლარის ოდენობის გირაო შეუფარდა

"ალტ ინფოს" ლიდერს ზურაბ მახარაძესა და კონსერვატიული მოძრაობის წევრ გიორგი გოგიას ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ აღკვეთის ღონისძიების სახით 5-5 ათასი ლარის ოდენობის გირაო შეუფარდა. სწორედ ეს შუამდგომლობა წარუდგინა სასამართლოს ბრალდების მხარემ.

სხდომაზე ორივე ბრალდებულმა თქვა, რომ ბრალს არ აღიარებენ. მახარაძემ კი განმარტა, რომ გირაოს გადახდას არ აპირებს, რადგან ფაქტს პოლიტიკურ ზეწოლად და გამიზნულ პროვოკაციად აფასებს. 

სხდომათა დარბაზში და სასამართლოს ეზოში ორგანიზაციის წევრები და მხარდამჭერებიც იმყოფებოდნენ.

პროკურატურამ ზურაბ მახარაძესა და გიორგი გოგიას ჯგუფური ძალადობის ბრალდება ზუგდიდში 23 მარტს მომხდარი ინცინდენტის შემდეგ წარუდგინა.

დღის ამბები