20 აგვისტო 2026,   17:01
ვრცლად
ჰოსპიტალური და ფარმაცევტული ინდუსტრიის მხრიდან მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომი და ხარისხიანი სერვისის მიწოდების აუცილებლობაზე პარლამენტში იმსჯელებენ

ჰოსპიტალური და ფარმაცევტული ინდუსტრიის მხრიდან მოსახლეობისათვის ხელმისაწვდომი და ხარისხიანი სერვისის მიწოდების აუცილებლობაზე პარლამენტში იმსჯელებენ. 

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტზე გაიმართება შეხვედრა ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებთან, სადაც დაფინანსების მოდელში არსებულ გამოწვევებზე და შედეგებზე იმსჯელებენ. 

პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ზაზა ლომინაძის განცხადებით, დარგში ბევრი გამოწვევა არსებობს, რომელსაც აქტიური კომუნიკაცია სჭირდება.

"შეხვედრები ნათლად გვაჩვენებს, რომ დაფინანსების ახალი რეფორმა, რომელიც დაიწყო ჯანდაცვის სექტორში, საჭიროებს მუდმივ დახვეწას. მიზანი არის დარგის, სექტორის, კლინიკების წარმომადგენლების მაქსიმალური კომუნიკაცია ჯანდაცვის სამინისტროსთან", - განაცხადა ზაზა ლომინაძემ.

დღის ამბები