საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, გივი მიქანაძე "დემოკრატიის ეროვნული ფონდის" (NED) პრეზიდენტის, დეიმონ ვილსონის განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მას მსგავსი განცხადების გაკეთების მორალური უფლება არ აქვს.
მიქანაძემ აღნიშნა, რომ NED-ს პარლამენტის თავმჯდომარემ პირადად სთხოვა დაფინანსების გასაჯაროება, თუმცა მათგან შესაბამისი პასუხი ვერ მიიღო.
"თუკი ვინმეს არ აქვს მორალური უფლება, რომ მსგავსი პოზიციები დასვას საზოგადოების წინაშე, ერთ-ერთი პირველი გახლავთ NED-ის ხელმძღვანელობა, რომელსაც არაერთხელ ვთხოვეთ და პარლამენტის თავმჯდომარემ პირადად მიმართა მათ, რომ გაესაჯაროებინათ დაფინანსება, თუ რაზე მიდიოდა და რა მიზნობრიობით იხარჯებოდა კონკრეტულ ორგანიზაციებთან მიმართებაში. არც ერთხელ შესაბამისი პასუხი არ იქნა გაცემული.
ამიტომ, მათი მხრიდან მსგავსი განცხადების გაკეთება აბსოლუტურად ალოგიკურია და კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ მათ არ უნდათ გაასაჯაროონ და გამჭვირვალე გახადონ და უფრო მეტ კითხვის ნიშანს აჩენს ჩვენი საზოგადოების წინაშე. მარტივი სქემაა - საზოგადოება ითხოვს იცოდეს, გარე წყაროებიდან მიღებული თანხები ვისგან არის და რაში იხარჯება", - აცხადებს გივი მიქანაძე.