16 ნოემბერი 2024,   08:42
ვრცლად
კანონპროექტი ითხოვს მხოლოდ და მხოლოდ ერთ რამეს, რომ ის იყოს გამჭვირვალე და საზოგადოებამ იცოდეს სიმართლე - დიმიტრი ხუნდაძე

"კანონპროექტი ითხოვს მხოლოდ და მხოლოდ ერთ რამეს, რომ ის იყოს გამჭვირვალე და საზოგადოებამ იცოდეს სიმართლე და იცოდეს მეტი, ვიდრე აქამდე იცოდა. თუკი საზოგადოების ინფორმირებულობა არის საფრთხის შემცველი, მაშინ საერთოდ რაზე ვსაუბრობთ," - ეს განცხადება "ხალხის ძალის" ერთ-ერთმა ლიდერმა დიმიტრი ხუნდაძემ უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით საუბრისას გააკეთა.

"კანონპროექტი ითხოვს მხოლოდ და მხოლოდ ერთ რამეს, რომ ის იყოს გამჭვირვალე და საზოგადოებამ იცოდეს სიმართლე და იცოდეს მეტი, ვიდრე აქამდე იცოდა. თუკი საზოგადოების ინფორმირებულობა არის საფრთხის შემცველი, მაშინ საერთოდ რაზე ვსაუბრობთ. ჩვენთვის ევროკავშირი სწორედ იმიტომ არის მაღალი ღირებულების, რომ იქ არის პარტნიორული ურთიერთობის თანასწორუფლებიანობა, ურთიერთპატივისცემა და კანონის უზენაესობა და არა ძალადობრივი მეთოდებით მეგობრობის ჩამოყალიბება," - აცხადებს დიმიტრი ხუნდაძე.

დღის ამბები