"საქართველოში ვირუსია" - თბილისის ქუჩებში ამ შინაარსის საპროტესტო ბანერები გამოჩნდა.
პარტია "ლელოს" ახალგაზრდული ფრთის წევრებმა ქალაქში, აღნიშნული პლაკატების გაკვრა დილიდან დაიწყეს. მათი თქმით, ამ ფორმით გამჭვირვალობის შესახებ კანონს აპროტესტებენ.
მათივე განცხადებით, საპროტესტო ბანერებს საქართველოს სხვა ქალაქებშიც გააკრავენ.
"ლელოს" საერთაშორისო მდივნის, გრიგოლ გეგელიას განცხადებით, "ლელოს" ახალგაზრდული ფრთა მსგავს კამპანიას გააგრძელებს.
"ეს არის "ლელოს" ახალგაზრდულის მიერ გაკეთებული ძალიან კარგი აქცია და ბევრ ასეთს გავაკეთებთ. დიახ, საქართველოში არის ვირუსი და ამ ვირუს მოიშორებს ძალიან მალე", - განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.