16 ნოემბერი 2024,   09:03
ვრცლად
"ლელო" პოლიტიკურად მთლიანად არის გაკოტრებული და ამომრჩევლისთვისაც მიუღებელ პარტიად ჩამოყალიბდა - რატი იონათამიშვილი

"საქართველოში ვირუსია" - თბილისის ქუჩებში საპროტესტო ბანერები გამოჩნდა.

პარტია "ლელოს" ახალგაზრდული ფრთის წევრებმა, ქალაქში პლაკატების გაკვრა დილიდან დაიწყეს. მათი თქმით, ამ ფორმით, გამჭვირვალობის შესახებ კანონს აპროტესტებენ.

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, რატი იონათამიშვილის განცხადებით, "ლელო" ყველა თემით სპეკულაციას ცდილობს, რადგან იციან, რომ არჩევნებამდე მისვლის პერსპექტივა არ გააჩნია.

"ლელო" დაკარგულია ალიტერაციებში. ეს არის ისეთი პარტია, რომელსაც არანაირი პერსპექტივა არ გააჩნია. საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, რომ გამოირჩევიან გონორით საუბრით, მაგრამ, რეალურად, 1%-იანი მხარდაჭერაც კი არ გააჩნიათ.

"ლელო" პოლიტიკურად, მთლიანად არის გაკოტრებული და ამომრჩევლისთვისაც მიუღებელ პარტიად ჩამოყალიბდა. როგორი აქტივობაც არ უნდა მოიფიქრონ, ყველაფერი ბუმერანგივით უკან უბრუნდებათ, ამის ძალიან ბერი ფაქტი არსებობს. როგორც ჩანს, ამ პარტიას 2024 წლის არჩევნებამდე მისვლის პერსპექტივაც კი არ გააჩნია", - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

დღის ამბები